გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მინდობითი აღზრდის პროგრამით 38 ბავშვი იზრდება

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მინდობის პროგრამით 38 ბავშვი იზრდება. აქედან 15 უშუალოდ, ქალაქ გორში ცხოვრობს, 23 კი - გორის რაიონში. მათ შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

რა არის მინდობით აღზრდა?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მინდობით აღზრდა გულისხმობს, სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას. მინდობით აღზრდა გაშვილებისგან იმით განსხვავდება, რომ დროებითია და ის ოჯახი, რომელიც სურვილს გამოთქვამს ბავშვის აღზრდაზე, სახელმწიფოსგან გარკვეული თანხა გადაეცემა.

mindobiR aRzdaa

როგორ ხდება მიმღები ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა?

• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - თვეში 200 ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 16 ლარი;
• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - თვეში 375ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 30 ლარი;
• გადაუდებელი მინდობით აღზრდისათვის (მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის) - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი;
• ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდაში - ერთი კალენდარული დღისთვის 30 ლარი.

როგორც ხედავთ, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის აღზრდისთვის, სახელმწიფო ყველაზე მეტს ხარჯავს. 2010 წლის შემდეგ, ბავშვთა რაოდენობა თითქმის გაოთხმაგებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ წლის მონაცემებით, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული 10 ბავშვიდან არცერთი იყო შეზღუდული შესაძლებლობის.

Read 447 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი