რადიო "მოზაიკას" ახალ გადაცემას ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი წაიყვანს

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" იწყებს ახალ გადაცემას "კონტაქტი თვითმმართველობასთან", რომელსაც ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი წაიყვანს.

გადაცემა "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გავა ყოველ კვირას, საღამოს 20:00 საათზე. მისი ვიდეო-ტრანსლირება მოხდება ფეიბუქ-ლაივის საშუალებითაც, სადაც მაყურებელს, კომენტარის სახით, მისთვის საინტერესო კითხვის დასმის საშუალება ექნება. 

გადაცემის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების პროგრამების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ერთგვარად, მედიატორის ფუნქცია იტვირთოს მსმენელსა და სტუდიის სტუმარს შორის, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელი იქნება.

გადაცემას რადიო "მოზაიკა" პროექტის "მოზაიკა - სათემო რადიო თემის დემოკრატიული განვითარებისთვის" ფარგლებში მოამზადებს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ. 

Read 501 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი