ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. პროგრამის საპილოტე ვერსია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, სამთვიანია. აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში.

მიმდინარე წელს პროგრამაზე ოკუპირებული რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-ში გაივლის, 72 კი შოთა მესხიას უნივერსიტეტში.

საგანმანათლებლო პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემადგენელი ნაწილია

Read 1181 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი