გორის მუნიციპალიტეტში 10 633 დევნილი და 2 ლტოლვილია

აპრილი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის მარტის მონაცემების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში 10 633 დევნილი და 2 ლტოლვილია. მათგან 5 049 ქალაქში, 5 584 კი, რაიონში ცხოვრობს.

ვინ არის დევნილი?

იძულებით გადადგილებული პირი (დევნილი) არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

ვინ არის ლტოლვილი?

ლტოლვილი არის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით, ასეთი საშიშროების გამო. 

dvnlsts

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დევნილთა რაოდენობა 2 934-ით გაიზარდა. რაც შეეხება ლტოლვილთა რაოდენობას, იგივე დარჩა.

Read 267 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი