Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 17:01

ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

Rate this item
(0 votes)

ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

 

წინადადებების მიღების ბოლო ვადა 8 მაისს იწურება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილი, სისტემის შიდა ქსელი (20 კილომეტრამდე) და წყალსადაწნევო ლითონის კოშკი ორი 50 ტონიანი ავზით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც.

გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა (1000 - ზე მეტი ადამიანი) უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.

დღემდე ზეღდულეთში მცხოვრები 400 - მდე ოჯახი ინდივიდუალური ჭით სარგებლობს, თუმცა სასმელად საუბნო ონკანების წყალს იყენებს. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც ლაბოლატორიული შემოწმების შედეგად ჭის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფელში ჭაბურღილი და 4 საუბნო ონკანი მოაწყო.

Read 758 times