დეკანოზი ღვთისო სეხნიაშვილი: თუ ქალს უნდა ლოცვა და არის შარვლით, უმჯობესია შევიდეს ეკლესიაში

აპრილი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დეკანოზი ღვთისო სეხნიაშვილი ამბობს, ეკლესია აყალიბებს წესს, რომელიც უნდა დაიცვას მორწმუნემ.

ეს კი გულისხმობს შესამოსელსაც. სასულიერო პირის თქმით, თუ ადამიანს უნდა ლოცვა და არის შარვლით, უმჯობესია შევიდეს ეკლესიაში და ილოცოს, ვიდრე დატოვოს ტაძარი. 

"ეკლესიური ცხოვრება არ არის კონკრეტული გამოხატულება შესამოსელისა, მხოლოდ პირჯვრის გადაწერისა, აქ არის კომპლექსური მდგომარეობა. ამ კომპლექსურ ცხოვრებაში ადამიანს სჭირდება დისციპლინა.

ეკლესია და საერთოდ დედამიწა ანალოგიური უნდა იყოს ცათა სასუფევლისა, ამიტომ დედამიწაზეც უნდა იყოს ისეთი კანონები, რომელიც ადამიანს წარმართავს ღვთისკენ.

პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ ქალს ნუ ეცმევა კაცის შესამოსელი, უნდა განსხვავდებოდეს ქალი კაცისგან , არა მხოლოდ ბიოლოგიური მდგომარეობით, არამედ ვიზუალურადაც. მაგრამ თუ ადამიანს მოუნდა ლოცვა, ტაძარში შესვლა და არის შარვლით, რა თქმა უნდა, სჯობს შევიდეს და ილოცოს შარვლით, მაგრამ ეს უნდა იყოს სინანული გამოწვული მისი მხრიდან, რომ არ ეცვა შესაფერისად. სასულიერო პირებს კი მოგვეთხოვება მივუთითოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს სიყვარულით", - ამბობს დეკანოზი ღვთისო სეხნიაშვილი.

Read 1059 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი