თავდაცვის სამინისტრო გორში 180 სამხედროს ბინას გადასცემს

აპრილი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება.

მშენებლობის დასრულება სექტემბრამდე იგეგმება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბინების მშენებლობის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო, ტერიტორია დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო.

ქალაქ გორში 5 ერთეული 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საცხოვრებელი ბინების ჩაბარებამდე გალამაზდება გარე პერიმეტრი, მოეწყობა პარკირება, ყველა კორპუსთან იქნება პანდუსები, დაიგება და მოპირკეთდება კორპუსებამდე მისასვლელი გზაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. დღემდე ბინით დაკმაყოფილდა 1724 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც 2007 წელს წარმოეშვა კიდევ 672 პირთან აქვს.

Read 638 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი