გატაცებული მეჯვრისხეველი მწყემსის ოჯახი ყურადღებას ითხოვს

აპრილი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.

მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ე.წ. ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვთ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ევროკავშირის მისიას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დაკავებულის კონკრეტული ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ, ფიდიურებმა ამ დრომდე არაფერი იციან.  

Read 331 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი