Back to Top
შაბათი, 20 აპრილი 2019 17:24

"რუსეთი კლავს"-ახალგაზრდებმა გორში პუტინის სურათი დაწვეს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორში, კ/თ "გამარჯვების" შენობაში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ვლადიმერ ხომერიკის შეხვედრა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი ახალგაზრები აპროტესტებენ. 

 "სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა", "STOP RUSSIA"," რუსეთი კლავს" - ამ ლოზუნგებით ახალგაზრდები ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოვიდნენ და როგორც თავად განმარტეს, შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარისკაცები ქართულ მიწებზე დგანან და ყოველდღიურად ქართულ ტერიტორიებს იტაცებენ, ასევე ადგილობრივებს აშინებენ და საკუთარ ნაკვეთებში აკავებენ, მსგავსი შეხვედრები ომგამოვლილ ქალაქში არ უნდა იმართებოდეს. განცხადებების გაკეთების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტუნის ფოტო დაწვეს. 

Read 721 times Last modified on შაბათი, 20 აპრილი 2019 17:40