Back to Top
შაბათი, 20 აპრილი 2019 17:59

განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეს, ხომერიკის შეხვედრა თავში წამორტყმით დაატოვებინეს

Rate this item
(0 votes)

მოქალაქე, რომელიც კ/თ "გამარჯვების" შენობაში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ვლადიმერ ხომერიკის შეხვედრას ესწრებოდა და გამომსვლელების მოსაზრებებს აპროტესტებდა, დარბაზი დაატოვებინეს. 

 რადიო "მოზაიკამ" დააფიქსირა, თუ როგორ მიდის დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან შეხვედრის ორგანიზატორი და როგორ გამოჰყავს ის დერეფანში. კადრებში ჩანს ასევე, რომ დარბაზის გასასვლელში, ჟურნალისტების თვალწინ, მოქალაქეს თავში გაზეთი ჩაარტყეს. გარეთ გამოსული პიროვნება ამბობს, რომ მას აიძულებდნენ მხარი დაეჭირა ორგანიზაციებისთვის, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ. უარისა და განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის შედეგად კი ის გარეთ მისთვის უცნობმა პიროვნებამ გამოიყვანა და თავში ჩაარტყა. ბრალდებას მისი ადრესატი უარყოფს და აცხადებს, რომ მოქალაქემ დარბაზი თავისი სურვილით დატოვა, ფიზიკურად კი არავინ შეხებია. 

Read 985 times