გორში, ხომერიკთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

აპრილი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შაბათს, კ/თ "გამარჯვებაში" გამართული შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის დეტალებს შსს-ს სწავლობს.

საქმე ეხება პირს, რომელმაც დარბაზში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავში ჩაარტყა. კადრები რადიო "მოზაიკამ" გადაიღო, სადაც მომხდარი ინციდენტია ასახული.

გარეთ გამოსული პიროვნება ამბობდა, რომ მას აიძულებდნენ მხარი დაეჭირა ორგანიზაციებისთვის, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შეხვედრის მონაწილეებისგან განსხვავებით, საპირისპირო პოზიცია გამოხატა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Read 396 times Last modified on Last modified on აპრილი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი