მშობლობა ძალადობის გარეშე-ბავშვების აღზრდის მიზნით ტრენინგი ჩატარდა

აპრილი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საერთო მიდგომის „მშობლობა ძალადობის გარეშე“ პირველი პრეზენტაცია გაიმართა გორის თავშესაფრის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის დროს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია „მშობლობა ძალადობის გარეშე“ პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე.

პროგრამა შექმნილია, როგორც პრევენციული პროგრამა განვითარებად და ჰუმანიტარულ კონტექსტში, ბავშვთა ფიზიკური და დამამცირებელი დასჯის თავიდან ასაცილებლად, ყველა ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის, მშობლებისა და მზრუნველებისთვის და პოზიტიური მშობლობის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ასოციაცია „დეა“-სთან პარტნიორობით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებულ დევნილთა თემებში ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერებას ხარისხიანი მომსახურების გაწევის, ქცევითი ცვლილებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მეშვეობით.

Read 257 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი