"მოზაიკას" სიუჟეტის შემდეგ, უფლისციხის მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატი შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით ადუაშვილი უფლისციხის მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მათ პრობლემას რადიო "მოზაიკასგან" გაეცნო.

საქმე ეხება ძველი კლუბის შენობას, რომელიც გასხვისების შემდეგ ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.

მოსახლეობა შენობის ნანგრევებიდან ნაგვის გატანას ითხოვს.

 

ამავე თემაზე: დანგრეული კლუბი უფლისციხეში - ადგილობრივები ნანგრევების გატანას ითხოვენ

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, პრობლემას მერია მოაგვარებს, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მესაკუთრე ახლა უკვე კერძო კომპანიაა.

"უფლისცხეში შევხვდი გუშინ მოსახლეობას, თქვენ გეწერათ მათი პრობლემის შესახებ. ვნახე ასევე პიროვნება, რომელიც კერძო კომპანიას კურირებს. ავუხსენი, რომ მათ აქვთ გზის პრობლემა 170მეტზე. არის გადასახვევი და მტვერდება. გორის მერისგან მივიღე ინფორმაცია, რომ კეთდება 170 მეტრიანი მონაკვეთი ამ სოფელში, რაც არის მაგათი მოთხოვნა. ვინც მოიგო ტენდერი მასალის გატანაზე, ამბობს უარს და მერია გადაჭრის ამ პრობლემას", - აღნიშნა დავით ადუაშვილმა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1293 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი