Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 23 აპრილი 2019 12:56

"ძლიერი გორი" მერიას, სოციალურად დაუცველებისთვის უფასო სასადილოს გახსნას სთხოვს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას ფრაქცია "ძლიერი გორი" ინიციატივით მიმართავს. 

ფრაქციის თავმჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელია გამოიყოს თანხები და მერიამ მის ბალანსზე უფასო სასადილო გახსნას. 

"გორში წლების წინ ფუნქციონირებდა უფასო სასადილო და ის გარკვეულწილად სოციალურად დაუცველებს მძიმე ყოფას უმსუბუქებდა. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, დავთვალეთ რაში რამდენი იხარჯებოდა და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელია თანხების გამონახვა იმისთვის, რომ აღნიშნულ ჯგუფს ამ მხრივ გარკვეული დახმარება გავუწიოთ. მითუმეტეს, რომ გორშიც, სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი მშიერია", - უთხრა რადიო "მოზაიკას ვასილისა ჯაბახიძემ.

 

Read 684 times Last modified on სამშაბათი, 23 აპრილი 2019 13:39