შერიგების მინისტრმა ტირძნისელ მოსწავლეებს წიგნები აჩუქა

აპრილი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ბავშვებსა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

ტირძნისის საჯარო სკოლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. 

"ის, რომ ამ სკოლაში, რომელიც სულ ახლოსაა მავთულხლართებთან, ასეთი კარგი პედაგოგები ასეთ კარგ მოსწავლეებს ასწავლიან, სრულფასოვან განათლებას აძლევენ, არის სწორი პასუხი იმ მახინჯ საოკუპაციო პოლიტიკაზე, რომელიც დღეს საქართველოში ასამდე სოფელს ყოფს.

ჩვენ ძალიან პრინციპულად, განვითარებით, ამ ხალხის გვერდში დგომით, აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ მომავალში დავშალოთ მავთულხლართები. ამისათვის ყველაზე სწორი ინსტრუმენტი განათლება და ჩვენი ქვეყნის განვითარებაა. კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ წიგნის საერთაშორისო დღეს. ვიკითხოთ წიგნები, მივიღოთ განათლება და ყველაზე ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 244 times Last modified on Last modified on აპრილი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი