ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან - გორში დისკუსია გაიმართება

აპრილი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და გატაცებები, მცოცავი ანექსია და რეაგირება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან", - ამ თემებზე გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია მოეწყობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელებენ გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ წვდომაზე სასოფლო - სამეურნეო მიწებზე, საძოვრებსა თუ სარწყავ წყალზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს.

შეხვედრის ორგანიზატორი ადამიანის უფლებათა ცენტრია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და გორს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.

შეხვედრა გორის დემოკრატიის სკოლაში 25 აპრილს, 13 საათზე გაიმართება.

Read 261 times Last modified on Last modified on აპრილი 24 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი