გორის პატრულმა მოქალაქის დაჯარიმების სისწორე ვერ დაამტკიცა

აპრილი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქე ნინო გიორგაძემ დღეს სასამართლო დავა მოუგო.

პატრულ ინსპექტორებმა შალვა კაპანაძემ და გიორგი ქარელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგაძის დაჯარიმების სისწორის დამამტკიცებელი ვიდეო ჩანაწერები ვერ წარადგინეს. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მათ მიერ გამოწერილი ჯარიმა გააბათილა.

ნინო გიორგაძის ინფორმაციით, გორის პატრულის თანამშრომლებლმა ის 26 თებერვალს დააჯარიმეს და შუქნიშნის დაუმორჩილებლობას შეედავნენ.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევაში მედავედბონენ. მე ჯარიმა გავასაჩივრე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დამეხმარა ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებასა და რეკომენდაციებში. დღეს კი მოსამართლემ ჯარიმა გამიბათილა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გიორგაძემ.

მისი თქმით, პატრულ-ინსპექტორებმა ვერც ვიდეო-თვალის ჩანაწერი და ვერც მანქანის სარეგისტრაციო კამერის ჩანაწერი ვერ წარადგინეს.

"მოსამართლემ არ გაიზიარა პატრულის პოზიცია, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა", - გვითხრა გიორგაძემ.

Read 2378 times Last modified on Last modified on აპრილი 24 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი