Back to Top
ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 14:05

არბოში ნიკო ლომოურის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ - მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

უწყება ამ მიზნით, 257`030 ლარს გაიღებს.

რეაბილიტაციაში შედის შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი. სამუშაოები შეეხება წყალმომარაგებასა და კანალიზაციას. ასევე ელექტრო გაყვანილობას. 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

სატენდერო წინადადებების მიღება 3-დან 6 მაისამდე გაგრძელდება.

Read 642 times Last modified on ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 14:20