გორის მერიას 625 000 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ სურს

აპრილი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 625 000 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.

ხელშეკრულებით, მაია ნიკოლეიშვილის კომპანიასთან (შპს რელექსპერტი)კონსტანტინე თავზარაშვილს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წელს დაგეგმილი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების  ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის
(ექსპერტიზა) შედგენა და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა სურს.

მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს ითვალისწინებს. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. 

გამარტივებული შესყიდვა კანონით იმ შემთხვევაში ხორციელდება, როდესაც შესყიდვის ღირებულება 5 000 ლარზე ნაკლებია. სხვა შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია არგუმენტებით დაუსაბუთოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ.

მერიას აღნიშნული განმარტებები ოფიციალურად, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Read 517 times Last modified on Last modified on აპრილი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი