Back to Top
პარასკევი, 26 აპრილი 2019 11:01

დე ფაქტო მინისტრი: ლოგიკურია, თუ საქართველოში ავტონომიებს მოითხოვენ

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, მოვლენები, რომლებიც განვითარდა პანკისის ხეობაში, საქართველოს ხელისუფლების "ნაციონალისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია".  

"ამ მოვლენების სათავე უნდა ვეძებოთ ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში. ამას მოჰყვა გამსახურდიას და შევარდნაძეს მმართველობის წლები. უფრო წარმატებით კი ნაციონალისტური პოლიტიკა გააგრძელა სააკაშვილმა", - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.

მედოევის თქმით, სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე "ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკოლოგიის დაცვის მცდელობა".

"სავარაუდოდ, სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია და არ გამიკვირდება, თუ მოვლენები გადაიზრდება ავტონომიის მოთხოვნაში. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია", - აცხადებს დე ფაქტო მინისტრი.

Read 1198 times