Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 აპრილი 2019 11:17

შიდა ქართლის გუბერნატორმა 2008 წელს შინდისში დაღუპულებს პატივი მიაგო

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა I ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, რონალდ ძნელაძესთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში დაღუპულებს პატივი მიაგო და მათ მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო. 

სასულიერო პირები პარაკლისს 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 17 გმირის სახელზე ატარებენ.

სოფელ შინდისში ასევე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი ქვეითი ბრიგადის შემადგენლობის ნაწილი.

Read 872 times