მერი: გორის საცურაო აუზის შენობა გაიყიდა

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„გორის საცურაო აუზი გაიყიდა“, - განაცხადა ქალაქის მერმა. ის ამ წუთებში გორის „დემოკრატიის სკოლაში“ მერიის 100 დღიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

„ყოფილმა მფლობელებმა შენობა გაყიდეს. ახალი მფლობელის სახელს ჯერჯერობით არ დავასახელებ. როგორც ვიცი, აუზი იგივე პროფილით იმუშავებს. მფლობელებმა გარკვეული შემოთავაზებებით უკვე დამირეკეს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - განმარტა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

Read 2831 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი