ჭალის დასახლებაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობას ითხოვენ

აპრილი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, თამარ მეფის მე - 5 კვარტლის 22 - ე და 23 -ე კორპუსთან მოსახლეობის ნაწილი გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, მათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად, გორის მერიას მიმართეს პრობლემის შესახებ, მაგრამ საკითხს ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

“ბავშვების გარეთ გაშვების გვეშინია, ისეთი სისწრაფით დადიან ამ მონაკვეთში მანქანები. მოვიდნენ და ჰკითხონ მოსახლეობას, ან კამერები დაამონტაჟონ და თვითონაც ნახავენ. ამხანაგობის თავმჯდომარემ მერიას მიმართა და ე.წ მწოლიარე პოლიციელის დაყენება ითხოვა, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არის“, - ამბობს ერთ - ერთი ადგილობრივი.

გორის მერიაში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი განცხადება არ შესულა.

„რაც ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, მას მერე, ჩვენთან მსგავსი სახის განცხადება არ შემოსულა. მოქალაქემ ან მოსახლეობამ მოგვმართოს, ჩვენ შევისწავლით და თუ შესაბამისი სამსახური ჩათვლის საჭიროდ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დაყენებას, მერია პრობლემას მოაგვარებს“, - აღნიშნეს მერიაში.

Read 534 times Last modified on Last modified on აპრილი 30 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი