საცურაო აუზის მფლობელები: გორის მერი ცრუობს, ჩვენთვის ფული არავის გადაუხდია

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის მერი ცრუობს, ჩვენთვის ფული არავის გადაუხდია", - აცხადებენ გორის საცურაო აუზის მფლობელები.

ერთ-ერთი მათგანი გია გიგუაშვილი რადიო "მოზაიკას" დაუკავშირდა და მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუე უწოდა.

"კარგი იქნება, თუ მართლა ვინმე იყიდის. თუმცა ამ ეტაპზე შენობა ჩვენს საკუთრებაშია და ფული ჩვენთვის არავის გადაუხდია."

რაც შეეხება ობიექტის მეორე წარმომადგენელს, შენობის გაყიდვასთან დაკავშრებით ინფორმაციას არც ის ფლობს.

"პირველად მესმის ეს ინფორმაცია. კარგი იქნება, თუ მართლა რამე სიახლეა, ქალაქის მერმა ჩვენც გაგვაგებინოს", - აცხადებს გურამ ნოზაძე.

შეგახსენებთ, რომ გორის მერმა აუზის გაყიდვის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

„გორის საცურაო აუზი გაიყიდა“, - განაცხადა ქალაქის მერმა. ის ამ წუთებში გორის „დემოკრატიის სკოლაში“ მერიის 100 დღიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

„ყოფილმა მფლობელებმა შენობა გაყიდეს. ახალი მფლობელის სახელს ჯერჯერობით არ დავასახელებ. როგორც ვიცი, აუზი იგივე პროფილით იმუშავებს. მფლობელებმა გარკვეული შემოთავაზებებით უკვე დამირეკეს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, საჯარო რეესტრის მიხედვით, ობიექტის 100%-იანი წილის მფლობელი ოლღა პავლიაშვილი.

Read 3940 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი