Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 14:22

გორის მერი შინაური ცხოველებისთვის ჩიპის ჩადგმის ინიციატივით გამოდის

Rate this item
(0 votes)

„ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვისაც ეყოლება ოჯახში ოთხფეხა მეგობარი, მან აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროს ჩიპის მეშვეობით იგი“, - ამის შესახებ გორის მერმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.

„მოსახლეობას ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა სჭირდება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი: ბავშვის გასახარებლად მიჰყავთ პატარა ლეკვი, მერე ეს ლეკვი იზრდება, საკვებით ვერ უზრუნველყოფს ზოგიერთი ოჯახი, მერე მეზობელი უჩივლებს, რომ შეუჭამა ძალიან ლამაზი ვარიკა, მერე თვითონაც დარწმუნდება, რომ მასაც შეუჭამა, შემდეგ ამ მიზეზით ოთხფეხა მეგობარს აგდებს ქუჩაში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ ამაზე, რომ ვისაც ეყოლება ოჯახში ოთხფეხა მეგობარი, მან აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროს ჩიპის მეშვეობით იგი, რის შემდეგაც საშუალება იქნება იმისა, რომ მოიძებნოს, ვისია ეს ძაღლი. თუ არასათანადოდ ეპყრობოდა ძაღლს, ამისთვის იქნება დიდი ჯარიმები, ეს ერთგვარად წაადგება ამ პრობლემის მოგვარებას“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი

Read 1028 times Last modified on ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 14:26