Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 14:28

გორში წარმატებულ ფეხბურთელებს შესაძლოა 50-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნონ

Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბის ხელმძღვანელი წარმატებული ფეხბურთელებისთვის 50-ლარიანი სტიპენდიის დანიშვნას ითხოვს.

ეს ინიციატივა მან საკრებულოში ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიაზე გააჟღერა.

“კარგი იქნება, რომ ასაკობრივ ჯგუფებში სტიპენტია დაენიშნოთ წარმატებულ ბავშვებს, 50 ლარის ოდენობით. ეს ერთი მხრივ, იქნება მათი წახალიხება და მეორე მხრივ, მგზავრობის ხარჯების შემსუბუქება, რადგან უმეტესობა სოფლიდან საზოგადოებრივი ტრასპორტით დადის და ეკონომიკური პრობლემების გამო, ვარჯიშზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს“, - ამბობს გია ისიანი.

კომისიის წევრებმა ინიციატივა დადებითაც შეაფასეს, მათი თქმით ამ საკითხს მომავალში განიხილავენ.

Read 994 times Last modified on ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 14:33