Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 15:25

მაკრახიძე: დღეს სასამართლო პოლიტიზირებული არ არის

Rate this item
(0 votes)

გორელმა დეპუტატებმა კანონპროექტს, მოსამართლეთა არჩევის შესახებ მხარი დაუჭირეს.


საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით დაამტკიცეს უზენაესის მოსამართლეთა არჩევის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტი. აღნიშნულ დოკუმენტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო.

მხარდამჭერთა შორის არიან პარლამენტარები გორიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს.

"პარლამენტმა დაამტკიცა ეს კანონი, ამის შემდეგ პარლამენტში სათითაოდ ყველასთან იქნება გასაუბრება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაშიც ეწერა, რომ ფარული კენჭისყრით უნდა იყოს მოსამართლეთა არჩევა. სასამართლო სისტემა, ჩემი აზრით, პოლიტიზირებული არ არის. გარკვეულმა საკითხებმა წარმოშვა ამ თემის აქტუალიზება, თორემ მოსამართლეები ისედაც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და არავინ არ ერევა მათ საქმიანობაში. მე ყველა მოსამართლეს არ ვიცნობ და შევხედავთ, რა როგორ იქნება და მხარდაჭერაც ისე მოხდება თითოეულზე", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 710 times Last modified on ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 15:49