გორის მერიის ზედამხედველობის სამსახური კიდევ ერთ თანამშრომელს დაიმატებს

მაისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საფინანსოდან ზედამხედველობის სამსახურში მესამე რანგის სპეციალისტის გადაყვანას ითხოვს, რაც დამატებით ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 1200 ლარის გაცემას გულისხმობს.

მერის იურისტის, გიორგი ბატონისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ორ სამსახურში დასაქმებულ პირთა ხელფასებს შორის სხვაობა თვეში 100 ლარია. თუმცა, მისი აზრით, ზედამხედველობის სამსახურში კადრის დამატების საჭიროება იკვეთება და ამისთვის აღნიშნული თანხის გაღება ხელისუფლებამ მიზანშეწონილად უნდა ჩათვალოს.

"მესამე რანგის სპეციალისტის საფინანსოდან გადაყვანა ზედამხედველობაში მიზანშეწონლი უნდა იყოს საკრებულოს დეპუტატებისთვისაც, რადგან ზედამხედველობას ბევრი საქმე აქვს და უფრო მეტი კადრიც სჭირდება. ხელფასში სხვაობა სულ რაღაც 100 ლარია, თუმცა ამ თანხის გაღება ნამდვილად ღირს სამსახურში არსებული საქმეებიდან გამომდინარე", - აღნიშნა მერის იურისტმა.

Read 737 times Last modified on Last modified on მაისი 02 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი