მერი: არა, კი არ გაიყიდა, ვცდილობთ, გაყიდვას

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ჯერ არ გაყიდულა, თუმცა ჩვენც ვცდილობთ მის გაყიდვას. ეს მფლობელებსაც უნდათ“, - განაცხადა ქალაქის მერმა და საკუთარი განცხადება საცურაო აუზის გაყიდვასთან დაკავშირებით შეცვალა. 

 

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიის სკოლაში“ საკუთარი 100 დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ საცურაო აუზს ახალი მფლობელები ჰყავს.

 „ყოფილმა მფლობელებმა შენობა გაყიდეს. ახალი მფლობელის სახელს ჯერჯერობით არ დავასახელებ. როგორც ვიცი, აუზი იგივე პროფილით იმუშავებს. მფლობელებმა გარკვეული შემოთავაზებებით უკვე დამირეკეს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, -  განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

მერის ამ განცხადებას ობიექტის მფლობელებიც გამოეხმაურნენ და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. მათი თქმით, შენობა არ გაყიდულა, თუმცა გაყიდვას ცდილობენ. 

Read 1732 times Last modified on Last modified on თებერვალი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი