Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 16:51

ეროვნული გმირის ოჯახს თუნუქის მასალა გადასცეს

Rate this item
(0 votes)

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპული სპარტაკ მიდოდაშვილის დედის საცხოვრებელი სახლის სახურავისთვის საჭირო მასალები შეიძინა.

„საცხოვრებელი ბინის სახურავი იყო მთლიანად ამორტიზირებული, წვიმა ჩამოდიოდა. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიძინა 3 ათასი ლარი ღირებულების სახურავისთვის საჭირო მასალა“, - განაცხადა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ.

შეგახსნებთ, რომ სპარტაკ მიდოდაშვილი ეროვნული სამხედრო აკადემიის სერჟანტი იყო. მას გმირის წოდება აქვს მინიჭებული.

Read 674 times