გორის კულტურის ცენტრში მიხეილ კოშკაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება

მაისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის კულტურის ცენტრში გორელი მუსიკოსის, მიხეილ კოშკაძის სახელობის კლასიკური გიტარის კაბინეტი გაიხსნება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, ეს თანამშრომელთა ერთობლივი ინიციატივაა. სამომავლოდ, აღნიშნულ კაბინეტში პედაგოგები ახალგაზრდებს კლასიკურ გიტარაზე დაკვრას შეასწავლიან.

გორელი მუსიკოსი გასული წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა. მიშა კოშკაძე 2006 წლის თებერვალს გორში ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „კოლორიტ გორელად“ აღიარეს. 

Read 256 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი