გორის მერიამ C ჰეპატიტით დაავადებულთა ერთჯერადი დახმარება შეაჩერა

მაისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება შეწყდა.

ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ მიზნით ბიუჯეტში 18 800 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა დღეის მდგომარეობით ამოწურულია. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით თანხის გაცემის წესი დასახვეწია.

"თანხები, რომელიც ამ პროგრამისთვის იყო გამოყოფილი, სრულად ამოიწურა. აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. იყო ხარვეზები, ყველა ითხოვდა დახმარებას, ჰქონდათ თუ არა ამის საჭიროება", - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

Read 252 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი