ადვოკატი: 9 წლის გოგონას მკვლელობის დროს იაგო ნებიერიძე სახლში იმყოფებოდა

მაისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით გაგრძელდა.

დღევანდელ სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და საქმის გამომძიებლები დაკითხეს.

„მოწმედ გამოკითხულმა ექსპერტებმა მათ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრეს, დაადასტურეს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს. ასევე გამომძიებლებმა დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი სისწორე. ამოღებულ კვლევებზე, ასევე ვიდეო ჩანაწერზე ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტები დაიკითხნენ“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ პირდაპირი მტკიცებულება იაგო ნებიერიძის ბრალის დამადასტურებელი ბრალდებას არ წარმოუდგენია. ასევე ადვოკატის განცხადებით შემთხვევის დროს მას ნებიერიძემ უთხრა, რომ ის სახლში იმყოფებოდა.

„ექსპერტიზის დაკვნები მრავლად არის ჩატარებული, მაგრამ საქმეში რაიმე არსებითი არ არის ისეთი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იაგო ნებიერიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არაფერი გვინახავს და რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც ღებულობენ მონაწილეობას გამომძიებლები, იმას ადასტურებენ". 

კითხვაზე დროის იმ მონაკვეთში როდესაც დანაშაული მოხდა სად იმყოფებოდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, ადვოკატი ამბობს, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა ის სახლში იყო და ამის მოწმე მხოლოდ მისი დედაა.

„იაგო ამბობს სახლში ვიყავიო. დედამისი ადასტურებს ამას“, –  განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

იაგო ნებიერიძეს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა.

Read 1056 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი