მერი: სამუშაო ადგილები სულ არის, უბრალოდ ყველას კაბინეტში ჯდომა უნდა

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„სამუშაო ადგილები სულ არის“, - განაცხადა ქალაქის მერმა გორის „დემოკრატიის სკოლაში“.

 

კოტე თავზარაშვილმა დღეს საკუთარი 100 დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

„ჯერ მარტო ამდენი ინფრასქტრუქტურული პროექტებია და ადამიანებს შეუძლიათ, რომ იქ დასაქმდნენ. პერიოდულად მაინც, მაგრამ ხალხს ეს არ უნდა. უმუშევრობა ყველაზე მტკივნეული თემაა. ყველა მოიწევს მერიისკენ. ყველას კაბინეტში ჯდომა უნდა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) იყო.

Read 1257 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი