ადმინისტრაციული შენობის გარემონტებას 11 მილიონი ლარი სჭირდება

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ადმინისტრაციული შენობა რომ გავარემონტოთ, 11 მილიონი ალი დაგვჭირდება“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

 

ამ საკითზე კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის „დემოკრატიის სკოლაში“ მას შემდეგ ისაუბრა, რაც სკოლის კოორდინატორმა მას შენობის გასხვისებაზე დაუსვა კითხვა.

„ქალაქში არ არის ნორმალური სასტუმრო. ხომ არ გიფიქრიათ, რომ ეს დატვირთვა ჰქონოდა ამ შენობას. გეპოვნათ ინვესტორი, ვინც ამ შენობაში სასტუმროს გააკეთებდა?“, -  ჰკითხა მუნიციპალიტეტის მერს ზაზა ჭიპაშვილმა.

მისი შეთავაზების საპასუხოდ, ქალაქის მერმა შენობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„იქამდე, სანამ გორის მერია ახალ შენობაში გადავიდოდა, მოვიწვიეთ ექსპერტები, ვინც შენობის მდგომარეობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მის გარემონტებას 11 მილიონი ლარი სჭირდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შენობის შესყიდვით ინვესტორები არ დაინტერესდებიან“, - განმარტა კოტე თავზარაშვილმა.

მერის თქმით, შენობაში საკრებულოსთან ერთად, ის ა(ა)იპები განთავსდებიან, რომლებიც საკუთარი შენობა არ გააჩნიათ.  

Read 1349 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი