FLEX-ის ხეობელი გამარჯვებული: ამერიკელებს ჩემს მშვენიერ ქვეყანას გავაცნობ

მაისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებული, ლიახვის ხეობელი 16 წლის ლედი ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება და იქ ყოფნის პერიოდში საკუთარ მოლოდინებს "რადიო "მოზაიკას" უზიარებს.

მეათე კლასელი ლედი ღერკენაშვილი ფიქრობს, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოში მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყება. მანამდე კი უცხო მხარეში ის საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციისთვის ემზადება.

" Flex პროგრამამ მომცა საშუალება, რომ 1 აკადემიური წლის განმავლობაში ვისწავლო ამერიკულ სკოლაში და ადრეულ ასაკში მივაღწიო ჩემს მიზანს, რაც ამერიკაში სწავლას გულისხმობს. Flex - ის ფინალისტის სტატუსმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მიზნის მიღწევის შემდეგ კიდევ უფრო მიზანდასახული და მებრძოლი გავხდი, ახლა სიხარულთან ერთად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან იქ მყოფ ხალხს ჩვენი ქვეყანა და მისი კულტურა უნდა გავაცნო. 

ამერიკაში წასვლის შემდეგ ველოდები, რომ ჩემს ინგლისურს კიდევ უფრო განვავითარებ და სხვა სფეროებშიც ავიღრმავებ ცოდნას, ვეცდები მოვერგო ამერიკული ცხოვრების სტილს, შევიძინო ძალიან ბევრი მეგობარი და გავაცნო მათ ჩემი მშვენიერი ქვეყანა და მისი კულტურა, ასევე დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რო ვისწავლი დამოუკიდებლად ცხოვრებას და მივიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას." - ამბობს ლედი ღერკენაშვილი.

Read 443 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი