ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვა

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა დასრულდა. ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვა. 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კომენტარი ქართულ მედიასთან არ გააკეთეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას არ დათანხმდნენ. 

კონკრეტულ შეთანხმებას ვერც დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მიაღწიეს. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე რჩებიან. 

სუს-ის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი არაგეგმიური შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა. 

Read 895 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი