გორის მუნიციპალიტეტში 690 მარჩენალდაკარგული ბავშვი ცხოვრობს

მაისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 690 მარჩენალდაკარგული ბავშვია რეგისტრირებული.

აქედან 291 - ქალაქში, 399 კი რაიონში ცხოვრობს.

მარჩენალდაკარგულად ითვლება 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც ერთ-ერთი ან ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავს. სახელმწიფო ასეთ ბავშვებს სოციალურ დახმარებას უნიშნავს. ფულადი დახმარება 100 -დან 144 ლარამდე მერყეობს.

გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე, თითოეულს ყოველთვიურად 100 ლარი ენიშნება. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი, გარდაცვლილი პირის შვილს 107 ლარი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილის შვილებს, თითოეულს ყოველთვიურად 144 ლარი ენიშნებათ

Read 330 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი