Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 17:32

მერის 100 დღიანი მუშაობის ანგარიში - მოქალაქეთა შეკითხვები და რეკომენდაციები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

რა გააკეთა მერიამ 100 დღეში? რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ აპირებს მერია მათ მოგვარებას? - ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერმა დღეს "დემოკრატიის სკოლაში ისაუბრა. 

 "რამდენი ადამიანი დასაქმდება სპორტის სასხლეში", - ეს კითხვა მუნიციპალიტეტის მერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" კოორდინატორმა ნინო გიორგაძემ დაუსვა.

მერისთვის კითხვების დასმა მოქალაქეებს დღეს "დემოკრატიის სკოლაში" შეეძლოთ, სადაც ქალაქის მერი 100 დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს აჯამებდა. 

შეხვედრას "დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებულები, მსმენელები, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი შეკითხვები ძირითადად ქალაქში არსებულ ბიზნესგარემოს, ტურისტების მოზიდვის სტრატეგიას და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემას ეხებოდა.

"დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებულებმა გორის მერს საკუთარი ინიციატივებიც შესთავაზეს. 

 

დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) იყო. "დემოკრატიის სკოლის" კოორდინატორის, ზაზა ჭიპაშვილის განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ურთიერთთანამშრომლობას, რაც საბოლოო ჯამში, თვითმმართველობის განვითარებაზე აისახება. 

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა. დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ სამი თვის თავზე ანგარიშის წარდგენა რთულია, თუმცა, მისი აზრით, მერმა ამ გამოწვევას თავი გაართვა.

შეხვედრა სამ საათს გრძელდებოდა. მუნიციპალიტეტის მერს ანგარიშის წარდგენისთვის 40 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ ის მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. 

Read 2114 times Last modified on ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 17:46