Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 მაისი 2019 12:46

გორის მუნიციპალიტეტში 4 454 შშმ პირია რეგისტრირებული

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 4 454 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს, აქედან 1698 გორში, დანარჩენი კი, რაიონში.

მათ შორის, 311 არის 18 წლამდე ასაკის.

სოციალური დახმარება, რომელსაც შშმ პირები იღებენ 100-დან 544 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ის. მაგალითისთვის, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ყოველთვიურად ენიშნებათ 100 ლარი.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 120, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეებს კი, 200 ლარის ოდენობით.

ყველაზე მეტ თანხას, 544 ლარის ოდენობით, იღებს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის მშობელი, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი.

Read 679 times