Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 მაისი 2019 13:02

გორელი პარლამენტარების პოზიციები სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებულ კანონზე

Rate this item
(0 votes)

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი 102-მა დეპუტატმა მოიწონა. მათ შორისაა გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძეც. 

"როგორც მახსოვს, წინა კვირას სესია გვქონდა, მაგრამ ეგ კანონი ჯერ არ დამტკიცებულა. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია უნდა მოქმედებდეს თუ არა ეს რეგულაცია საქართველოში", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

პარლამენტის 3 მაისის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ აღნიშნულ კანონს მხარი დაუჭირა, განსხვავებით თენგიზ ხუბულურისგან, რომელიც ამბობს, რომ კენჭისყრის მომენტში ის დარბაზიდან იყო გასული და პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება მის პოზიციას, ის ამბობს, რომ ქვეყანაში სექსუალური უფლებების დარღვევის ფაქტები თითქმის არ ფიქსირდება და ამ საკითხზე სანქციების დაწესება მისი აზრით უსაფუძვლოა.

"არ ხდება საქართველოში ისეთი ფაქტები, რომ სექსუალურ შევიწროებაზე კანონს ვიღებდეთ. როგორც მახსოვს, იმ დროს, როცა ამ საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა იყო, მე დარბაზიდან ვიყავი გასული და არც მომხრედ დავფიქსირებულვარ არც მოწინააღმდეგედ."-აცხადებს თენგიზ ხუბულური.

სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში 4 დღის წინ განისაზღვრა და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდა. აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ დარბაზში მყოფი არცერთი დეპუტატი არ ყოფილა.

Read 700 times