რადიო "მოზაიკა" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების შესარჩევად

მაისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო "მოზაიკა" იწვევს ახალგაზრდებს პროექტში "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისათვის" ჩასართავად.

15-დან 23 წლამდე ახალგაზრდების შერჩება მოხდება ღია კონკურსის წესით.

პროექტში ჩართვის მსურველებს საკუთარი რეზიუმეების და სამოტივაციო წერილების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მაისი.

შერჩეულ მონაწილეები, ერთი თვის განმავლობაში, გაივლიან ტრენინგ-კურსს შემდეგ თემებზე:


▪ საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები; 
▪ სასკოლო სივრცე და ბავშვთა უფლებები;
▪ თანასწორობა და მრავალფეროვნება;
▪ თვითმმართველობა და ამომრჩეველი; 
▪ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალე მმართველობა;
▪ ადვოკატირება და ადვოკატირების ინსტრუმენტები რეალური ცვლილებებისთვის; 
▪ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დემოკრატია.

ტრენინგ-კურსის შემდეგ ახალგაზრდები ჩაერთვებიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. "მოზაიკას" ჟურნალისტების დახმარებით, ისწავლიან: 

▪ რა არის ახალი ამბავი; 
▪ როგორია სტატიის სტრუქტურა; 
▪ სხვაობა ინტერვიუსა და გადაცემას შორის; 
▪ ფოტო პროექტის დაგეგმვა და გადაღება; 
▪ აუდიო მასალის მონტაჟი.

ამის შემდეგ, პროექტის მოსწავლეები მოამზადებენ სხვადასხვა სახის ჟურნალისტურ მასალებს, რომლებიც განთავსება რადიო "მოზაიკას" საეთერო ბადეში და გამოქვეყნდება ვებგვერდზე radiomosaic,ge.

პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პოპულარიზაციის გზით.

Read 1071 times Last modified on Last modified on მაისი 17 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი