პოლონელი მრჩეველი: გორი ტურიზმით ვერ განვითარდება

მაისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველო-პოლონეთის დაძმობილებული პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პოლონელ მრჩეველს, რაფალ ნოვაკს მიაჩნია, რომ გორი მხოლოდ ტურიზმით ვერ განვითარდება.

მისი აზრით, სჯობს ხელისუფლებამ ნაცვლად ტურიზმისა, აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გააკეთოს.

"გორი მხოლოდ ტურიზმით ვერ განვითარდება. ვფიქრობ, რომ აქ დაბანდებული ფული მომავალში შესაბამის შედეგს ვერ მოიტანს. თქვენს რეალობაში, ტურიზმი, რომელსაც თვლით პრიორიტეტად, არ არის მომგებიანი. ღირსშესანიშნაობები შესაბამისადაც კი არ არის "შეფუთული". მაგალითად, ვიცით ყველამ უფლისციხის, სტალინის სახლ - მუზეუმის შესახებ, მაგრამ არაფერია ცნობილი გორიჯვრისა და გორის ციხის შესახებ. 

მე ვიცოდი, რომ გორი წლების წინ, განთქმული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ვფიქრობ, სჯობს აქცენტი გაკეთდეს სოფლის მეურნეობაზე", - განაცხადა რაფალ ნოვაკმა.

პოლონელი მრჩეველი, რაფალ ნოვაკი გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა. ნოვაკმა იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც პოლონეთს ევროკავშირში გაწევრიანებამდე მოუწია. ასევე ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა როლს ასრულებს ევროკავშირი პოლონეთის განვითარებისთვის და რა გზის გავლა მოუწევს საქართველოს გაერთიანების სრულფასოვან წევრად გახდომამდე.

Read 552 times Last modified on Last modified on მაისი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი