რატომ უნდა მივიდნენ ბავშვები ბაღში ნახევარი საათით ადრე - სააგენტოს განმარტებები

მაისი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა ბაღის დირექტორებთან შეხვედრისას, მათ კიდევ ერთხელ შეახსენა იმის შესახებ, რომ აღსაზრდელები საბავშვო ბაღში მხოლოდ 9:30-მდე დაიშვებიან.

კოვზიაშვილის თქმით, აღნიშნულ რეგულაციას აღსაზრდელთა დასწრებაზე გავლენა არ მოუხდენია.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენ ესე ვაკეთებთ სულ, უბრალოდ ზამთრის სეზონზე, როცა გვიან თენდება, ბავშვებს უჭირთ ადრე ადგომა. სეზონი შეიცვალა და ახლა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს“, - ამბობს კოვზიაშვილი.

აღნიშნულ ცვლილებას აღსაზრდელთა მშობლების გარკვეული ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა. კოვზიაშვილი მათ შემდეგნაირად პასუხობს:

„საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი მშობელი თვითონ გვიანობამდე არიან სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ თუ დროზე დააძინებენ ბავშვებს, დროზე გაიღვიძებენ და პრობლემა აღარ იქნება. უმრავლესობა მშობლებისა მუშაობენ და თვითონაც დროულად მივლენ სამსახურებში“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

სააგენტოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამონაკლისი დაიშვება 5 წუთამდე დაგვიანებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი წინასწარ დაურეკავს აღმზრდელს და ჩააყენებს საქმის კურსში.

Read 343 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი