Back to Top
სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 11:15

სუს-ი: ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში საექსპერტო მასალები გაიგზავნა

Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი.

„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ხელისუფლება მუშაობს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს, ახალგორში უკანონოდ მყოფი ორი პირი კი ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

Read 1435 times