Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 მაისი 2019 11:51

მაკრახიძე: ღვთისმშობლის კურთხეულია ჩვენი ქვეყანა და დავუჭირეთ მხარი უქმე დღედ გამოცხადებას

Rate this item
(0 votes)

გორის დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ ღვთისმშლობლისადმი წილხვდომილობის დღის დაწესებას მხარი დაუჭირა.

მაკრახიძეს თქმით, გუნდმა ჩათვალა, რომ ცვლილების შეტანა საჭირო იყო და მანაც მხარი დაუჭირა.

"ღვთისმშობლის კურთხეულია ჩვენი სამშობლო. ჩათვალეს, რომ საჭირო უნდა ყოფილიყო და აბა რა გითხრა, ჩვენც დავუჭირეთ მხარი. თქვენ რომ ყოფილიყავით, არ დაუჭერდით მხარს? ღვთისმშობლობა ისედაც იყო ხოლმე, მაგრამ ეს დამატებით დააწესეს კიდევ“, - განაცხადა მაკრახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “შრომის კოდექსში” ცვლილებას, რომლის თანახმადაც, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც განისაზღვრა.

Read 687 times Last modified on პარასკევი, 10 მაისი 2019 13:13