Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 მაისი 2019 12:01

"მესაფლავენი“ - ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე წიგნი ოსურ ენაზე გამოიცა

Rate this item
(0 votes)

"მესაფლავენი“ -ასე ჰქვია ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებულს, რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

გიორგი სოსიაშვილის წიგნი ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობის იდეას მიეძღვნა. კრებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და მონაწილეობით ითარგმნა

„ჩვენი ძმობა უალტერნატივოა“, - აღნიშნავს მოთხრობების ავტორი გიორგი სოსიაშვილი.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსის, სოსო ცოტნიაშვილის თქმით კი „ამ ორ ერს შორის გაუცხოება არ უნდა მოხდეს". 

Read 649 times Last modified on პარასკევი, 10 მაისი 2019 12:05