Back to Top
შაბათი, 11 მაისი 2019 15:23

გორელი ძიუდოისტები ბაქოს გრანდ სლემს გამოეთიშნენ

Rate this item
(0 votes)

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემს გორელი მოჭიდავეები გამოეთიშნენ.

ბექა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, შესაბამისად, 73 კგ და 81 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.

ნუგზარ ტატალშვილმა ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში ებრაელ საგი მუკითან დამარცხდა.

რაც შეეხება ბექა შავდათუაშვილის, მან პირველ წრეში შეხვედრა გამოტოვა, ხოლო მეორეში საბერძნეთის სახელით მოასპარეზესთან დამარცხდა.

Read 639 times