თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელია

მაისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი თემურ ნოზაძე (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბაქოში გამართულ გრანდ სლემზე ძიუდოში.

ნოზაძემ აზერბაიჯანის არენაზე 5 შეხვედრა ჩაატარა. სძლია ბენ დაუდს (ისრაელი), შამშადინს (მონღოლეთი), აბულაძეს (რუსეთი), ნახევარფინალში დაამარცხა დაშდავაა (მონღოლეთი), ფინალში კი მარცხი იწვნია ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან პაექრობაში.

ნოზაძისთვის ეს წლეულს მეორე მედალია გრანდ სლემზე. პირველად მან პარიზის გრანდ სლემზე შეძლო ბრინჯაოს მედლის აღება, რასაც ბაქოში უკვე ვერცხლი დაუმატა.

ბაქოშივე გორის ძიუდოს დარბაზის კიდევ ორი წარმომადგენელი ასპარეზობდა, თუმცა ბექა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ. ბექას პირველივე შეხვედრაში მოეცარა ხელი, ტატალაშვილმა კი ორი მოგების შემდეგ წააგო და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. 

Read 196 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი