Back to Top
სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 13:24

გორის გენდერული თანასწორობის საბჭოს 14 წევრიდან, 10 კაცი იქნება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება. ცნობილია საბჭოს სავარაუდო შემადგენლობა - 14 ადამიანით დაკომლექტებული საბჭოდან, 10 კაცი და 4 ქალი იქნება.

საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს თანამდებობის პირები შედიან.

შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან.

გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის შერჩეული ადამიანები არიან:

  1. დავით რაზმაძე - საკრებულოს თავმჯდომარე;
  2. მარლენ ნადირაძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
  3. კობა ბერიანიძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
  4. მიხეილ გოგინაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
  5. დავით გუდაძე - სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე;
  6. ივანე კორინთელი - საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თვმდჯომარე;
  7. ზარაქია მებადური - ფრაქტია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე;
  8. თამარ მურალოვი - ფრაქტია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე;
  9. ზვიად საბანაძე - ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარე;
  10. ბექა ქორჩილავა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე;
  11. ზურაბ ყაჯრიშვილი - ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
  12. ლიანა ჩლაჩიძე - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე;
  13. ლამარა შაყულაშვილი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის გამგეობის თავმჯდომარე;
  14. ეკატერინე კაპანაძე - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

მომზადებული განკარგულების მიხედვით, 13 წევრი და 1 მდივანი ეყოლება; საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ხოლო მდივანი - ეკატერინე კაპანაძე იქნება.

"საბჭო განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია დოკუმენტში. 

Read 3021 times Last modified on სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 15:31